LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უმსხვილესი ხელშეკრულება“ – ბობ დილანმა 3000 მილიონი დოლარის ღირებულების მუსიკალური კატალოგი გაყიდა

114
safe-image

ლეგენდარულმა მუსიკოსმა, 79 წლის ბობ დილანმა ივნისში, 8 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ალბომი, Rough and Rowdy Ways გამოუშვა. სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ არტისტმა Universal Music Publishing Group-თან უმსხვილესი ხელშეკრულება გააფორმა და კატალოგი გაყიდა.  The New York Times-ის ცნობით მუსიკალური კატალოგი 600 საავტორო სიმღერას მოიცავს, მათ შორის ისეთ ჰიტებს, როგორიცაა Blowin´ In The WindKnockin´ On Heaven´s DoorThe Times They Are a-Changin და Tangled Up In Blue. კატალოგის ღირებულება 3000 მილიონ დოლარს შეადგენს.

„უმსხვილესი ხელშეკრულება“ – ასე აფასებენ 79 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ბობ დილანის ახალ წარმატებას მუსიკალური ექსპერტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები