LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ვიხელმძღვანელოთ არა “პლეხანოვური”, არამედ ეუთოს წესებით – უსუფაშვილი

59

“მართალია, ეუთოს სესია იმართება თბილისში, დიდუბეში, მაგრამ უნდა ვიხელმძღვანელოთ არა “პლეხანოვური” ან “დიდუბური”, არამედ ეუთოს წესებით, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მან მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პარალელურად არჩევნებში, სადაც ასამბლეის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. დავით უსუფაშვილმა მხარი დაუჭირა ავსტრიელ ქრისტინა მუტონინს, რომელიც, მისი აზრით, ეუთოს პრინციპების ერთგული იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში გიგი წერეთელი გაიმარჯვებს, დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ მისი შიდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არ მოახდენენ ისეთი ფრაზეოლოგიით გამოხატონ პოზიცია, რომელიც  საქართველოს დააზარალებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g