კანადელი ჰიპ-ჰოპ არტისტი, დრეიკი საკუთარ თავს კოლოსალურად ძვირადღირებული ნივთებით ხშირად ანებივრებს და ზოგადად, ძვირფასეულობის დიდი მოყვარულია.
გასულ წელს ვარსვლავმა საკუთარ თავს ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა. მან 22-კარატიანი ბრილიანტით გაწყობილი პლატინის ბეჭედი შეიძინა. სამკაულის ღირებულება ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს.
დრეიკმა ბეჭედში 500,000 დოლარი გადაიხადა (ვიდეო)
მან 22-კარატიანი ბრილიანტით გაწყობილი პლატინის ბეჭედი შეიძინა. სამკაულის ღირებულება ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს
ახლა კი, როგორც ჩანს, არტისტი კუშს ზრდის. გლამურულმა დრეიკმა საათების საკუთარ კოლექციას ახალი ექსპონატი შემატა. მუსიკოსმა Astronimia Casino-ს საათი მანჰეტენზე მდებარე ცნობილ საიუველირო კომპანიას Jacob & Co სპეც-შეკვეთით გააკეთებინა და მასში 620,000 აშშ დოლარი გადაიხადა.
საათის მექანიზმი „რულეტის“ დაფაზეა განთავსებული, მას დედამიწის ფიგურა და ბრილიანტი ამშვენებს.
https://www.instagram.com/p/B8toUf_pO-b/?utm_source=ig_embed
„შოკისმომგვრელი საათი“ „უკიდურესად დახვეწილი ნაკეთობა“ „გემოვნების პიკი“, „უნიკალური საათი“ – ასე აფასებენ არტისტის ახალ ნივთს