LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური შესაძლებლობა, ერთ საღამოს მოისმინოთ ბაროკოს, კლასიციზმისა და რომანტიზმის მუსიკალური სამყაროს საუკეთესო ნიმუშები – 21 სექტემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარი საღამო ელით

155
კამერული მუსიკის საღამო

21 სექტემბერს 18:30-ზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს გელით დაუვიწყარ საღამოზე, რომელიც გააერთიანებს მუსიკალურ შედევრებს ოთხი გენიალური კომპოზიტორისგან: იოჰან სებასტიან ბახი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ფერენც ლისტი და ფრედერიკ შოპენი.

შემსრულებლები იქნებიან ლიზი რამიშვილი (ჩელო, საქართველო) და მარია კლიმენკო (ფორტეპიანო, უკრაინა).

უკრაინელი პიანისტი მარია კლიმენკო, საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის გამარჯვებულია, უკვე წლებია გამოდის როგორც სოლო, ისე ორკესტრთან ერთად უკრაინასა და ევროპის სცენებზე. რეგულარულად მონაწილეობს პრესტიჟულ ფესტივალებსა და მასტერკლასებში. 2024 წლიდან მარია კლიმენკო VERE MUSIC FUND-ის გრანტის მფლობელია.

ლიზი რამიშვილი, ჩელისტი მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და მრავალი პრიზის მფლობელია. განათლება გერმანიაში, კრონბერგის აკადემიაში, შვეიცარიაში ჟენევის უნივერსიტეტში და ესპანეთში მადრიდის დედოფალ სოფიას სახელობის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. დაკრული აქვს მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებთან, ივრი გიტლისი, ხატია ბუნიათიშვილი, რენო კაპუსონი, იური ბაშმეტი, ჯიანამდრეა ნოზედა და ა.შ. უთანამშრომლია მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან. მიღებული აქვს წინანდლის პრემია, 2012 წელს საქართველო პირველად წარადგინა კლასიკურ ევროვიზიაზე. ლიზი რამიშვილი „ფორბსის“ 30under30 -ის გამარჯვებულია.

კამერული მუსიკის საღამოს მასპინძელია სასტუმრო „ფაინ ასტორია“, ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge – ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g