LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი: ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული.. დეოლიგარქიზაციას თუ ​დებიძინიზაცია ჰქვია, დეპოლარიზაციას დეკობახიზაცია ჰქვია

137
BeFunky-collage (11)

“ლელოს” დეპუტატი დავით უსუფაშვილი ოპოზიციის მისამართით ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც განხეთქილებას აღვივებენ, ხელს არ უწყობენ დეპოლარიზაციას.

“ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, რომ ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით ალბათ, მოცული რამდენიმე თვე – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, ზაცია, ზაცია და ამ ზაციაში ვიქნებით ჩაფლული.

მოკლედ გეტყვით – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია. გაგიგიათ ჩემგან, იმის მიუხედავად რა თქვა კობახიძემ ან ხვალ რას იტყვის, რომ ის არის ქვეყნის მტერი?! არა, მე ვლაპარაკობ, რომ მას რაღაც შეეშალა, არასწორად ესმის.

ე.ი მე ხელს ვუწყობ დეპოლარიზაციას. ვინც გამოდის და ლაპარაკობს, რომ მე ომი მინდა, ქვეყნის დაქცევა და რაღაც უბედურება, ის ხელს უწყობს პოლარიზაციას,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

კობახიძე: ვიღაცებისთვის ივანიშვილის არსებობა პრობლემაა და ყველა თავისი უბედურების პრობლემას ამ კაცში ხედავენ, რაღაც სინდრომია, შეიძლება ფსიქიატრებმა ამას დიაგნოზი მოუძებნონ

სცენაზე ვინც იდგა, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო – კობახიძე „შინ ევროპისკენ“ აქციაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g