„ლელოს“ რამეში შეერთება რომ სურდეს, ამ შეერთების ინიციატორი იქნებოდა, აქციაზე ვინც გამოვიდა, თავისი პოზიცია გაახმოვანა, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი პერმანენტულ აქციებთან დაკავშირებით სამხედრო ექსპერტის, აკია ბარბაქაძის მიერ გუშინდელ განცხადებას.
„დღეს იუნკერთა გმირობის აღსანიშნავად ვართ აქ მოსული. ეს არის თემა, რომელთან ერთადაც ვინმე დავითი და აკია მოსატანი არ არის. „ლელოს“ რამეში შეერთება რომ სურდეს, იქნებოდა ამ შეერთების ინიციატორი. „ლელო“ გუშინ იყო თავისი ხელმძღვანელებით წარმოდგენილი კიევში, რადაში, უკრაინელ ხალხთან, „ლელომ“ უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ყველაზე მკაფიო დემონსტრირება მოახდინა. ჩვენ არ ვიყავით გუშინდელი აქციის არც ორგანიზატორები, არც სცენაზე გინახივართ, ამიტომ იქ ვინც გამოვიდა, გაახმოვანა თავისი პოზიციები, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.