LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაგრძელებთ იმიტომ რომ ვიცით, სწორედ ასე უნდოდა ბასლას“ – რა განცხადებას ავრცელებს რესტორანი „ქვევრი“

415
ლაშა ბასლანძე

„ძალიან გვიმძიმს ჩვენი ბასლას გარეშე, ეს მონატრება ყოველ დღე უფრო და უფრო რთული ხდება. დღეს 40 დღე გავიდა ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან“, – ამის შესახებ რესტორან „ქვევრის“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

რესტორან „ქვევრის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბასლა იყო „ქვევრის“ გული.

ადამიანი, ვინც ქმნიდა, მუდმივად ანვითარებდა, ზრუნავდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ „ქვევრი“ ყოფილიყო ისეთივე ძლიერი, როგორიც მან დაგვიტოვა და არის დღეს!

„დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანებო, ამ სილამაზისთვის“ – რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბასლანძის მამა

ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს, იტალიაში გარდაიცვალა. 

მისთვის ეს ადგილი უბრალოდ რესტორანი არ იყო, ეს იყო მისი ცხოვრება, მისი სიყვარული და მისი ყოველდღე შექმნილი შინაგანი სითბო.

დღეს, როგორც ლაშას მეგობრები, ძმაკაცები და ოჯახის წევრები, ერთად ვაგრძელებთ იმას, რაც მან დაიწყო.

ვაგრძელებთ იმიტომ, რომ ვიცით სწორედ ასე უნდოდა მას.

ლაშა მუდამ იქნება „ქვევრში“.

ყოველ ხმაში, ყოველ სტუმარში, ყოველ წარმატებაში და ყოველი დღის მონდომებაში.

მის ხსოვნას ვიხსენებთ მადლიერებით და უსასრულო სიყვარულით.

💔 გვიყვარხარ ბასლა.“ – ვკითხულობთ „ქვევრის“ მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს, იტალიაში გარდაიცვალა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g