LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო სანაია: არ მოგცემთ საშუალებას, ბოროტებამ გაიმარჯვოს ამ ქვეყანაში, ხელისუფლებას ვეუბნები პირველ რიგში

87
BeFunky-collage (4)

თბილისის საქალაქოს სასამართლოში სანაიაზე თავდამსხმელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად ვახო სანაია ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ არავის მისცემს საშუალებას ქვეყანაში ბოროტებამ გაიმარჯვოს.

“სულ ეს არიან, მეგობრებო, სასამართლოსთან. ამას გამოვაკლოთ ჟურნალისტები და ოპერატორები და რაც დარჩება, ეგაა. ასევე გამოვაკლოთ ოჯახის წევრები, რომლებზეც ერთ გადაბრუნებულ სიტყვასაც არ ვიტყვი დღეს, რადგან ბრალდებულების პროცესზე არიან მისული. უცნობი იყენებს თქვენს ამბავს. რო რამე, თვალითაც ვერ ნახავთ, ტელეფონსაც არ უპასუხებს.

მე არ მჯერა ვახო სანაიასი, არ მომხდარა იქ ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა – “უცნობი”

ჩვენ არ ვგავართ ხელისუფლებებს, რომლებიც თავებს ითვლიან. ერთი კაცის პროტესტიც – პროტესტია, მაგრამ არა ხართ მართლები. ესაა თქვენი პრობლემა. ძალადობის მხარეს დგომას არასდროს ექნება მხარდაჭერა. სხვა რამეზე გადის დანაშაულის გამოსყიდვა და თქვენი უტიფრობა – სასჯელის მოხდაზე. არ მოგცემთ საშუალებას, ბოროტებამ გაიმარჯვოს ამ ქვეყანაში. ხელისუფლებას ვეუბნები პირველ რიგში.

ასე რომ, ვინ რჩება მანდ ორკვირიანი სამარცხვინო კამპანიის შემდეგ : ხელისუფლების ლაქია და საშოვარზე გამოსული უცნობი, მეორეხარისხოვანი როლის ცუდად შემსრულებელი ჯაპანა და ხელმოცარული ვატო შაქარაშვილი”. – წერს სანაია და თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს ფოტოს აქვეყნებს.

 

 

ცნობისთვის, ვახო სანაიაზე თავდასხმა მარტის თვეში მოხდა, ინციდენტში მონაწილე ყველა ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამავე თემაზე:

ვახო სანაია: “მინდა ამ არარაობებს ვუთხრა, ილოცონ დღე და ღამე, რომ ეს სტრესი ნეგატიურად არ აისახოს ჩვენს შვილზე, თორემ ციხე მათთვის მონაგონი იქნება”

გარწმუნებთ, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს – ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიას თავდასხმაზე

ვახო სანაიას მეუღლე: “დაუდასტურდა ტვინის შერყევა, ახლა დამატებით კვლევებზე გადაგვამისამართეს”

“მაგას სახეზე ცემის კვალი არ ეტყობოდა და რანაირად ცემეს” – დაკავებულის მამიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g