7 ივლისს, 19:00-ზე, ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზის სცენაზე მაყურებელი იხილავს დიასპორაში მცხოვრები ქართველი მოყვარული მსახიობებისა და საქართველოში მოღვაწე პროფესიონალი მსახიობებისგან შემდგარი დასის მონაწილეობით, საგანგებოდ შერჩეული ნაწარმოების, იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“-ს მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის პრემიერას.
უპრეცედენტო პროექტის ავტორია თიკა სვანიძე ვენკო, რომლის მიზანია, ერთ სივრცეში გააერთიანოს ემიგრაციაში და საქართველოში მყოფი პროფესიონალი და მოყვარული მსახიობები.
აღნიშნული სპექტაკლის მეშვეობით მოხდება მშობლიური ენის ფენომენის, როგორც ღირებულების აღქმა და ხაზგასმა იმ ემოციური კავშირების მეშვეობით, რასაც სპექტაკლი მაყურებლამდე მიიტანს.
პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ენის შენარჩუნების კუთხით, ქართული თეატრის უნიკალური რესურსის გააქტიურებას და ემიგრაციაში ქართული კულტურული კერების შექმნას.
პროექტის ორგანიზატორები არიან პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრი, „დაბრუნება“ და ART ეარი.
რეჟისორი – გეგა ქურციკიძე
რეჟისორის ასისტენტი – მანანა ხორბალაძე
პროექტის ხელმძღვანელები – ლალი თაბაგარი და თიკა სვანიძე ვენკო
მხატვარი – ლომგულ მურუსიძე
მუსიკალური გაფორმება – იმედა მურადაშვილი
ქორეოგრაფი – ბაქარ ხინთიბიძე
სპექტაკლში მონაწილეობენ პროფესიონალი მსახიობები საქართველოდან – ბატონი ბესო (ბესარიონ) ბარათაშვილი (მარჯანიშვილის თეატრი), ბატონი ტრისტან სალარიძე (რუსთაველის ეროვნული თეატრი) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, კახის ქართული დრამატული თეატრის მსახიობი ვიტალი სუყაშვილი.
სპექტაკლში მონაწილე ემიგრაციაში მცხოვრები მოყვარული მსახიობები:
- ბარბარა ფარჯიანი (ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრი ,,ჩვენ დავბრუნდებით”)
- თამარ (თამუნა) ითაშვილი (ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრი ,,ჩვენ დავბრუნდებით”)
- ლილე დარჩიაშვილი (ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრი ,,ჩვენ დავბრუნდებით”)
- ლეილა მიქია (ჰოლანდია, ამსტერდამი)
- დავით კლდიაშვილი (კაუნასი, ლიეტუვა)
ფინანსური მხარდამჭერები:
- ქალაქ თბილისის მერია
- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
- ფონდი, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“
- მეღვინოება თიესვი
მხარდამჭერები:
- ტურისტული კომპანია Tika Tours
- ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრი
- ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრი ,,ჩვენ დავბრუნდებით”
- აზერბაიჯანის რესპუბლიკა, კახის ქართული დრამატული თეატრი
- თეატრალური სტუდია ART PLAZA
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია Biletebi.ge-ზე. იხილეთ ბმული – https://bit.ly/3tz9VBn
