LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კირცხალია: ხვალ ყველა რეგიონსა და ქალაქშია დაგეგმილი ღონისძიებები, დარწმუნებულები ვართ, ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას ეკადრება

108
ირაკლი კირცხალია

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც მისი თქმით, თითოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.

„მოგეხსენებათ, ხვალ 26 მაისია, ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი დღე. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წინასწარ მივულოცო სრულიად საქართველოს. ყველა რეგიონსა და ქალაქში დაგეგმილია ხვალ ღონისძიებები. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ეკადრება ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას. უმრავლესობის სხდომას, რა თქმა უნდა, ესწრებოდნენ ჩვენი დელეგატები სხვადასხვა რეგიონიდან“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g