LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალებში ჩაძირულმა მეშახტემ უძვირფასესი ალმასი იპოვა

117
2d5355d0-4a50-11ef-aab1-e7fcec70

ინდოეთში მუშამ, რომელიც ვალებით იყო სავსე, შახტაში იპოვა ალმასი, რომლის ღირებულებაც 95 ათასი დოლარია. ამის შესახებ BBC News წერს.

რაჯა გაუნდმა შახტა 2 თვის წინ დაიქირავა. მსგავსი პრაქტიკა ინდოეთის ღარიბ მუშებს შორის საკმაოდ გავრცელებულია: ისინი ხელისუფლებისგან ტერიტორიას ქირაობენ და შემდეგ იქ ძვირფას ქვებს ეძებენ. რაჯას თქმით, მისი ოჯახი შახტებში იწყებს მუშაობს მაშინ, როცა სასოფლო სამეურნეო სამუშაოები სრულდება. „ჩვენ ძალიან გაჭირვებულები ვართ და შემოსავლის სხვა წყარო არ გაგვაჩნია, ამიტომ ამას ფულის გამომუშავების იმედით ვაკეთებთ,“ – დააზუსტა კაცმა.

23 ივლისს ინდოელი სხვა დღეების მსგავსად შახტისკენ გაემართა. მორიგი ორმო ამოთხარა და სწორედ მაშინ იპოვა რაღაც, რაც ძალიან ჰგავდა მინას. კარგად დაკვირვების შემდეგ მეშახტე მიხვდა, რომ ხელში ალმასი ეკავა. შემდეგ ქვა მან სპეციალურ სახელმწიფო დაწესებულებაში წაიღო, სადაც ის გაასუფთავეს და შეაფასეს კიდეც.

ალმასის პოვნისთვის რაჯა ხელისუფლებისგან საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს. მამაკაცი ამ ფულით ვალების გადახდას და ახალი სახლის აშენებას აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები