ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შევძლებთ, რომ ვიბრძოლოთ და შევაჩეროთ პანდემიის გავრცელება და თან არ ჩავკეტოთ ჩვენი ეკონომიკა, პირიქით, ხელი შევუწყოთ ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი დოზები არსებობს, შემოტანილია 2 მილიონი დოზა სხვადასხვა ტიპის ვაქცინა. ამასთან, თურნავას განმარტებით, უახლოეს დღეებში შემოვა კიდევ ერთი მილიონი დოზა „ფაიზერი“.
„ძალიან დიდი მოთხოვნაა ყველა მწარმოებლის ვაქცინაზე, მათ შორის, განსაკუთრებით „ფაიზერს“ ელოდა ჩვენი მოსახლეობა. დღეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა დარეგისტრირდეს და არსებული წესის მიხედვით, ჩაიტაროს ვაქცინაცია. პრემიერ-მინისტრის დავალებით ვაორგანიზებთ და ვესწრები კიდეც მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების მნიშვნელოვანი სექტორების თანამშრომლების ვაქცინაციას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
