მსოფლიო ვარსკვლავები სულ უფრო და უფრო ბევრს საუბრობენ Covid-19-ის ვაქცინაციის შესახებ. სულ რამდენიმე დღის წინ 73 წლის ელტონ ჯონი და 87 წლის მაკლ კეინი კორონავირუსზე აიცრნენ.
„რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით დიდია შანსი, მსოფლიომ კორონავირუსი დაამარცხოს. როგორც ხედავთ, მე ისევ ცოცხალი ვარ“, – აცხადებს სერ ელტონ ჯონი აცრის შემდეგ.
„როგორც ხედავთ, ისევ ცოცხალი ვარ“ - 73 წლის ელტონ ჯონმა და 87 წლის მაიკლ კეინმა Covid-19-ის ვაქცინა გაიკეთეს
„რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით დიდია შანსი, მსოფლიომ კორონავირუსი დაამარცხოს. როგორც ხედავთ, მე ისევ ცოცხალი ვარ“
ამჯერად აღნიშნულ საკითხზე ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, 72 წლის ოზი ოსბორნმა რადიოსადგურ SiriusXM-ის ეთერში ჩართვისას ისაუბრა.
„ვაქცინას თუ არ გავიკეთებ და ვირუსი დამემართება, ვერ გადავიტან და მოვკვდები, ამიტომ ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ“, – აცხადებს ოზი.
შეგახენებთ, გასულ წელს ოზის პარკინსონის დაავადება დაუდინეს, მას ასეევ ფილტვის ემფიზემა აქვს. ამიტომ არტისტი რისკ-ჯგუფში იყოპფება.