ფილიპინებში გადაწყვიტეს, რომ ვაქცინირებული უცხოელებისთვის საზღვრები გახსნან. დასაწყისისთვის, პოპულარული ტურისტული დანიშნულების მონახულებას იმ ქვეყნების წარმომადგენელი მოგზაურები შეძლებენ, სადაც ეპიდვითარება შედარებით სტაბილურია და Covid-19-ის დადასტურების შემთხვევებიც ნაკლებია.
ფილიპინებს, რომელიც ათობით ულამაზეს კუნძულს მოიცავს, პანდემიამ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა. 2020 წელს ქვეყანას 83%-ით ნაკლები ტურისტი ეწვია, ანუ მხოლოდ 1,4 მილიონი ვიზიტორი. არადა ერთი წლით ადრე დამსვენებელთა რაოდენობა თითქმის 9 მილიონი იყო.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინირებული ტურისტებისთვის რეგულაციები შეამსუბუქეს ასევე – ტაილანდმა, ინდონეზიამ ვიეტნამმა, კამბოჯამ, მალაიზიამ და სინგაპურმა.
ფილიპინებმა კი „მწვანე“ ქვეყნების სიაში გააერთიანა – იაპონია, ჩინეთი, საუდის არაბეთი, საემიროები და ინდოეთი.