LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარდისფერ თმაში მადონას ცნობა შეუძლებელია – ფოტო „ინსტაგრამიდან“

155
safe-image (1)

61 წლის მადონამ „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა, სადაც ის ვარდისფერ თმაშია წარმოდგენილი, მისი ცნობა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. არტისტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე იმყოფებოდა და საზოგადოებას აქტიურობისაკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, მადონა იმ ვარსკვლავთა სიას მიეკუთვნება, რომლებიც მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგები არიან და მის პოლიტიკას საჯაროდ აკრიტიკებენ.

ცნობისთვის, გასულ თვეს, 61 წლის მადონამ „საიდუმლო“ პროექტზე მუშაობის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც მადონა და სცენარისტი, დიაბლო კოუდი, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო ფილმისთვის „ჯუნო“, სხედან და საუბრობენ. ინფორმაცია ოფიციალურად მალევე დადასტურდა. მადონა ავტობიოგრაფიული ფილმის რეჟისორი თავად იქნება. მომღერალმა ავტობიოგრაფიული ფილმის სცენარის დაწერაშიც მიიღო მონაწილოება.

მადონას როლზე 26 წლის ენ უინტერსი განიხლება

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მადონა ავტობიოგრაფიულ ფილმზე მუშაოაბს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები