LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარდისფერი კოსტიუმი და „პეპლები მუცელში“ – 76 წლის მერილ სტრიპის გამოჩენა Emmy-ის წითელ ხალიჩაზე

644
page

ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების 76-ე ცერემონია გაიმართა. მოვლენის ტრიუმფატორი, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, იაპონური სერიალ „სეგუნი“ გახდა.

Emmy 2024-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

უამრავ მსახიობს შორის, გამორჩეულად ბრწყინავდა ლეგენდარული მერილ სტრიპი. ამ დღეს 76 წლის მსახიობს ვარდისფერი კოსტიუმი ამშვენებდა, ეს გახლდათ სეტი, რომელიც თავისუფალი სტილის შარვლის, ზედის, პიჯაკისა და შარვლისგან შედგებოდა.

აღსანიშნავია, რომ ის თავის კოლეგასთან, მარტინ შორტთან ერთად იჯდა და ბევრს იცინოდა. სწორედ მასთან რომანზე საუბრობს მთელი დასავლური მედია უკვე რამდენიმე თვეა.

„მერილ სტრიპი შეყვარებულია“, „საოცარი წყვილია“, – არ წყდება კომენტარები.

შეგახსენებთ, მერილ სტრიპი და დომ ჰამერი, 45 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს მიმდინარე წელს დაშორდნენ. 

სიყვარულს ასაკი არ აქვს – 74 წლის მერილ სტრიპის რომანტიკული ფოტოები ინტერნეტს იპყრობს

74 წლის მერილ სტრიპი ცნობილ კომიკოსთან რომანტიკულ ვახშამზე გამოიჭირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები