ვარშავაში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენის „Warsaw Wine Expo” ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.
ღონისძიებას პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის წევრი, პროფესიონალი სომელიე ვოიჩეხ სტარჟიცკი უძღვებოდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს, სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „People PR” და პოლონური ღვინის ჟურნალის „Trybuszon” მხარდაჭერით გამართულ დეგუსტაცია-სემინარზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 10-მდე კომპანიის როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოები.
ღონისძიებას სომელიეები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები და იმპორტიორები ესწრებოდნენ.