LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარშავაში საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს – დაკავებულია სამი ქართველი

238
პოლონეთის პოლიცია

ვარშავის პოლიციისა და პოლონური მედიის ინფორმაციით, ვარშავაში ქართველების ჯგუფის ჩხუბის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს.

მედიის ცნობით, საქართველოს 31 წლის მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ის კონსტიტუციის მოედანზე მდებარე რესტორნის წინ მომხდარ ჩხუბში მკერდის არეში დანით დაჭრეს.

პოლიციის ინფორმაციით, მის გარდა ჩხუბში საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაშავდა.

გამოცემა Polsat News-ის ცნობით, ჩხუბში 8 ადამიანი მონაწილეობდა. ინციდენტთან დაკავშირებით, პოლონელმა სამართალდამცავებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g