LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავური ჯგუფი – მარტინ სკორსეზეს „ირლანდიელის“ პირველი ტრეილერი (ფოტო/ვიდეო)

278
the-irishman-poster-by-atilasantos-d5w748g

სულ მალე, მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის „ირლანდიელი“ პრემიერა შედგება, სადაც მთავარ როლებს რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო ასრულებენ. ფილმის პირველი ოფიციალური თრეილერის პრემიერა ჯიმი ფელონის შოუში შედგა.

ფილმი ჩარლზ ბრანდტის რომანის მიხედვითაა გადაღებილი, ის დაქირავებულ მკვლელ ფრენკ შირანის, მეტსახელით „ირლანდიელის“ შესახებ მოგვითხრობს, რომლის როლსაც დე ნირო ასრულებს.

“მარტინ სკორსეზეს ფილმში ყველაფერი შესაძლებელია” – ახალი ტექნოლოგიების საშუალებით, ჩვენ ეკრანებზე გაახალგაზრდავებულ რობერტ დე ნიროს ვიხილავთ.

კინოჩვენება აღნიშნულ კვირაში, ნიუ-იორკის კინოფესტივალზე შედგება, პრემიერა კი 1 ნოემბერსაა ჩანიშნული, მისი ნახვა ნეტფლიქსზე იქნება შესაძლებებლი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები