LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვართ, თუ არა დეფოლტის რისკის ქვეშ – რას ამბობენ ფინანსთა სამინისტროში

101
Bear-market

ვალის მოცულობის გაზრდის გამო დეფოლტის რისკის ქვეშ ნამდვილად არ ვდგავართ, თუმცა მომდევნო წლებში აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმისკენ, რომ ვალის მოცულობა შემცირდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს.

მისი თქმით, ვალის მოცულობის შემცირების ერთადერთი გზა არის ყოველწლიური დეფიციტის შემცირება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით, ვალის მოცულობა კიდევ გაიზრდება, რაც ქვეყანას ეკონომიკური განვითარების კუთხით რისკის ქვეშ დააყენებს.

„პანდემიამ ქვეყნის ბიუჯეტს დამატებითი ტვირთი შეუქმნა. ეს არის დაახლოებით 7 მილიარდი ლარი, რაც საკმაოდ დიდია, ჩვენი მშპ-ს დაახლოებით 14%-ია. გასულ წელს დიდი მოცულობით სესხის აღება მოგვიწია. ეს თანხები წელს ბიუჯეტში გათვალისწინებულია. ამან გამოიწვია, რომ ვალის მოცულობის 40-42%-დან 60%-ს მივუახლოვდით და წელს მეტი გვექნება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ და დასძინა, რომ 2022 წლიდან რადიკალურად უნდა დაიწყოს დეფიციტის შემცირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g