პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ეგონა, ამ პოლიტიკაში ყველაფერი იცოდა, მაგრამ არ სცოდნია.
მაგალითად, ის, რომ გიორგი ვაშაძე ძველი ბიჭი იყო.
„მეგონა, ამ პოლიტიკაში თითქმის ყველაფერი გავიგე და ვიცოდი, მაგრამ ვაშაძე თუ ძველი ბიჭი იყო, ეგ არ მეგონა ნამდვილად რა. ბოლო დროს ყველას გვეძველბიჭება და რავი აბა. ასე გააგრძელე გიორგი“, – განაცხადა მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ელისაშვილის სიტყვას დარბაზში ტაში მოყვა. ამის შემდეგ ვაშაძემ ელისაშვილს მიმართა, თუმცა მას მიკროფონი ჰქონდა გათიშული და უცნობია, რა უთხრეს ერთმანეთს დეპუტატებმა.