LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ახალი ესტაკადა აშენდება

329

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამავალი ესტაკადის მშენებლობა იგეგმება.

მერის შეფასებით, ეს დედაქალაქისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობა იქნება.

„ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობა, რომელსაც ჩვენ 2017 წელს ვგეგმავთ ეს გახლავთ ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობა, უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდებარე გადატვირთული მონაკვეთების განმუხტვის მიზნით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება 2017 წელს დაგეგმილ მსგავს პროექტებს, თბილისის მერის თქმით,  2017-ში დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები ჩატარდება 600-მდე მისამართზე, მათ შორის, ისეთი მნიშვნელობის გზებზე, როგორიცაა ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი, პეკინის ქუჩა, ფეიქრების ქუჩა და სხვ.

დავით ნარმანიას თქმით, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ჩატარდება გზის გაფართოების სამუშაოები, რაც თბილისში ასევე, ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის.

მანვე აღნიშნა, რომ თბილისის ბიუჯეტიდან საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის, 2017 წელს 24 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

magti 5g