ედ შირანმა ბრუნო მარსს მორიგი პოსტი მიუძღვნა. ფოტოზე, რომელიც 28 წლის მომღერალმა ,,ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა, ის კვლავ ,,ვერსაჩეს” ლუქით პოზირებს.
ედ შირანი ბრუნო მარსზე ფიქრობს (ფოტო)
ედ შირანმა ,,ინსტაგრამზე'' დამაინტრიგებელი ფოტო გამოაქვეყნა.
,,ვცდილობ ბრუნო მარსი ვიყო” – ასე აღწერს პოსტს ინგლისელი შემსრულებელი, რომელსაც ამერიკელი კოლეგა კომენტარით გამოეხმაურა.
,,ვფიქრობ, ერთხელაც შენ ამას შეძლებ, თუმცა ვშიშობ, დღეს ეს დღე არ არის. წარმატებებს გისურვებ. პატივისცემით, სექს დრაკონი” – იხუმრა მარსმა.
View this post on Instagram
Trying to be @brunomars #versaceonthefloor #whoworeitbetter #meobviouslylol #believe #achieve
A post shared by Ed Sheeran (@teddysphotos) on
შეგახსენებთ, რომ ბიჭებმა კრის სტეპლტონთან ერთად, პირველი ერთობლივი სიმღერა – Blow ჩაწერეს. კოლაბორაცია შირანის მეოთხე სტუდიურ ალბომში – No. 6 Collaborations Project შედის, რომელიც დღის სინათლეს 12 ივლისს იხილავს.
ქარდი ბი, კამილა კაბეიო, ემინემი – ედ შირანმა ახალი კოლაბორაციები დააანონსა (ფოტო)