LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვცდილობ ნერვები არ ავიშალო და თქვენც იმავეს გირჩევთ: გია ხუხაშვილი ჟურნალისტს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებზე

182
giaxuxashsvili-29 (3)

„ვცდილობ ნერვები არ ავიშალო და თქვენც იმავეს გირჩევთ“, – ასე უპასუხა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ჟურნალისტს პარლამენტში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

როგორც „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ ექსპერტმა აღნიშნა, „დღეს მოვისმინეთ აგრესიული ბოღმით სავსე გამოსვლა“ პრემიერ მინისტრისგან.

აბსურდი და შეურაცხმყოფელი იყო თავისი შინაარსით – პრეზიდენტი პრემიერის გამოსვლაზე

„წარმოუდგენელია, ვერ სწავლობს ეს ხალხი ჭკუას და განსაკუთრებით შემაშფოთებელი და დრამატულია, როდესაც ასე იქცევა ხელისუფლება. ოპოზიციაც არ გამოიყურება წელში გამოყვანილად, მაგრამ ჩვენ ნუ შევადარებთ ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისმგებლობას. ხელისუფლებას, გარდა პოლიტიკური პროცესისა აბარია ქვეყანა, ბევრი სახელმწიფოებრივი ვალდებულება აქვს და ხალხისგან მინიჭებული მანდატი, ამიტომ, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, იმ ფონზე, რაც ხდება ჩვენთან და ჩვენ ირგვლივ, ასე იქცევა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ფორმაზე ვილაპარაკოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა, ეს არის სამარცხვინო, უღირსი. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ბოდვა მისი შესრულებით, აგრესიული ბოღმით სავსე ბოდვა და მეტი არაფერი“,- განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

დღეს „დეპოლარიზაციის კლასიკა“ ვიხილეთ – მდინარაძე

პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში მოისმინეს, განსაკუთრებული ხმაურის ფონზე წარიმართა.

„დაგატოვებინებთ დარბაზს“ – პრემიერის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო

“წამალი დალიე, დამშვიდდები, საცოდავი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი… შენ ჩაგაბარებ ანგარიშს კიდევ..” – ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციას

ღარიბაშვილი: იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს, ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მივცეთ კანდიდატის სტატუსი

„ბატონი ბიძინა არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს, განმარტება მაინც იცოდეთ…“ – პრემიერმა დეპუტატებს ოლიგარქის მნიშვნელობა “განუმარტა”

“ყველა სამკურნალოა, სასწაულია… წამალი დალიე, დამშვიდდები, საცოდავი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი… შენ ჩაგაბარებ ანგარიშს კიდევ..” – ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g