LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვდგები თქვენს გვერდით, რათა ჩემი, ჩემი შვილების და თქვენი შვილების მომავალი იყოს უკეთესი“ – გიორგი უშიკიშვილი „ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას შეუერთდა

202
2024-07-17_22-53-57_094145

მომღერალი, გიორგი უშიკიშვილი „ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოდნის“ გაერთიანებას შეუერთდა.

როგორც „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ბედნიერია, რომ ამ ბრძოლაში მას მეგობარიც შეურთდა.

გიორგი უშიკიშვილის თქმით, ერთიანობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს და ის დგება ამ გაერთიანების გვერდით, რადგან ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი ევროპულ ოჯახში.

„უღრმესი მადლობა პირველ რიგში ნდობისთვის, ყველაზე მთავარი დღეს არის ერთიანობა, სწორედ რომ ამ ერთიანობისთვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. დღეს, ვფიქრობ, ყველამ უნდა გადადოს თავისი ამბიციები და პირველ რიგში, ჩვენი ამბიცია უნდა უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწორედ ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ ვდგები თქვენს გვერდით, რათა ჩემი, ჩემი შვილების და თქვენი შვილების მომავალი იყოს უკეთესი ჩვენს ევროპულ ოჯახში“, – აცხადებს გიორგი უშიკიშვილი.

ცნობისთვის, „ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ

მთავარი ფოტო: ინტერპრესნიუსი