მაიამიში კანიე უესტის ახალი ალბომის, Vultures პრეზენტაცია შედგა. ამ დღეს ჰიპ-ჰოპ არტისტის მხარდასაჭერად მისი მეუღლე, ბიანკა ჩენსორი და მისი შვილები შეიკრიბნენ. სხვათა შორის სცენაზე ნორდ უესტის დებიუტი შედგა. მან მამასთან ერთად იმღერა.
პაპარაცებმა კონცერტზე მიმავალი ბიანკას გადაღებაც მოახერხეს, მას ხელში უესტის უმცროსი შვილი ეჭირა. მედიაში წერენ, რომ აღნიშნული ფაქტი არ ესიამოვნება კიმ კარდაშიანს, რომელიც სულაც არ გახლავთ აღფრთოვანებული ყოფილი ქმრის ახლანდელი მეუღლით.
„ველით კიმი რეაქციას“, „კიმის რისხვა დაატყდება თავს“, – არ წყდება კომენტარები.
ვიდეო: „აქ რა ხდება?“ – კანიე უესტი და ბიანკა ჩენსორი რესტორანში გადაიღეს
„როცა შენი ქმრის ყოფილს დასცინი“ – ბიანკა ჩენსორის ეპატაჟური „ლუქი“
„რა იქნება შემდეგი?“ – კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის ჭეშმარიტად „ქართული ლუქი“