როგორც ცნობილია, ვენსან კასელსა და ნარა ბაპტისტას პირველი საერთო შვილი წლის დასაწყისში შეეძინათ. ისინი ვაჟის მშობლები გახდნენ. წყვილმა შვილს კაეტანო დაარქვა.
მას შემდეგ, მედია აქტიურად ადევნებს თვალს 58 წლის მსახიობისა და 29 წლის მოდელის ოჯახურ იდილიას. ნარაც გამომწერებს „პოსტებით“ ხშირად ანებივრებს. ამჯერად მან ახლო კადრით გადაღებული ფოტოების სერია გაავრცელა.
„ვენსანზე გათხოვების მოლოდინში“, – ასე დაასათაურეს ნარას ფოტოები ინტერნეტსივრცეში.
საქმე ისაა, რომ წყვილი უკვე 2 წელზე მეტია ერთად ცხოვრობს, თუმცა დაქორწინებას არ ჩქარობს. ნარა კასელთან რომანამდე არასდროს ყოფილა დაქორწინებული, ვენსანი კი ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში, მონიკა ბელუჩისთან და ტინა კუნაკთან.
„მამას ბიჭია“ – ვენსან კასელის შეყვარებული ვაჟთან ერთად ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს