LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ გადმოგცემთ ისეთ ემოციებში ვარ. ძალიან გახარებული ვარ“- ლაზარე გრიგორიადისის ემოციური შეხვედრა ბაბუასთან

157
ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა - გია კალანდაძე

„ვერ გადმოგცემთ ისეთ ემოციებში ვარ. ძალიან გახარებული ვარ, ჯერ ვერაფერი ვუთხარი, ვერ მოვასწარი. ახლა სახლში მივალთ და მოვეფერები“, – ამ კომენტარით უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ, რომელიც მას გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან ელოდებოდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა, ლაზარე გრიგორიადისმა პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

❤️ ლაზარეს შეხვედრა ბაბუასთან

❤️ ლაზარეს შეხვედრა ბაბუასთან

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2024

გლდანის საპყრობილესთან მას ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ასევე ნახეთ

გრიგორიადისმა პირველი კომენტარით მადლობა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს გადაუხადა და თქვა, რომ „ბრძოლა გძელდება“.

ინფორმაციისთვის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის 7-9 მარტის ე.წ აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების შემდეგ, 29 მარტს დააკავეს.

გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე იყო მსჯავრდადებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, 31 მარტს შეეფარდა.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 1 წელი გაგრძელდა, მიმდინარე წლის 12 აპრილს კი, მოსამართლე ზვიად შარაზემ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იმავე დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა შეწყალების ოქმის გამოცემისთვის საჭირო სარეზოლუციო ნაწილი მას მხოლოდ 12 დღის შემდეგ, დღეს, 24 აპრილს გადაეცა.

გამოძიების ინფორმაციით, მსჯავდადებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გასული წლის 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ორჯერ ისროლა.

ასევე, მსჯავრდადებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები