„კანის კინოფესტივალის” ფარგლებში გამართული ფილმის „შეუსრულებელი მისია 8”, საპრემიერო ჩვენებაზე, ყველა და ყველაფერი მსახიობმა ენდი მაკდაუელმა დაჩრდილა. 90-იანი წლების მეგავარსკვლავი ბრწყინავდა St. Elmo’s Fire-ის ბრენდის ულამაზეს სმოკინგსა და კლასიკურ შარვალში, რომელიც ბაბთასთან, მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან და ულამაზეს ვარცხნილობასთან ჰქონდა შეხამებული, რომელიც საოცრად უხდებოდა მის შევერცხლილ თმას.
ენდი მაკდაუელმა ცოტა ხნის წინ ღიად განაცხადა, რომ მას საოცრად მოსწონს ბუნებრივი თმის ფერი და 67 წლის ასაკში სურს ვერცხლისფერ დედოფალს ჰგავდეს.
ენდი მაკდაუელი შევერცხლილი თმით, „ივ სენ ლორანის“ მანათობელ კაბაში, ფანტასტიკურად გამოიყურება


