LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობ, აუცილებელია უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისია გაიგზავნოს – პოლონეთის ვიცე-პრემიერი

96
BeFunky-collage (1)

პოლონეთის ვიცე-პრემიერის, იაროსლავ კაჩინსკის თქმით, უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია უნდა გაიგზავნოს. ამის შესახებ მან განცხადება სამშაბათს, კიევში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, აუცილებელია სამშვიდობო მისია, NATO-სი, შესაძლოა რაიმე უფრო ფართო საერთაშორისო სტრუქტურაც, მაგრამ მისია, რომელსაც შეეძლება თავდაცვა. რომელიც იმოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე”. – თქვა კაჩინსკიმ.

მან ხაზი გაუსვა მსგავსი მისიის სათანადოდ შეიარაღების აუცილებლობას.

“ეს იქნება მისია, რომლის მიზანსწრაფვა იქნება მშვიდობა, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა, თუმცა, ამავდროულად, ის იქნება შეიარაღებული შესაბამისი ძალებით, შეიარაღებული ძალებით”. – განაცხადა კაჩინსკიმ.

თავად NATO, ასევე აშშ და გერმანია, ამ დრომდე, უკრაინაში სამხედროების გაგზავნას გამორიცხავენ.

15 მარტს პოლონეთის პრემიერი და მისი მოადგილე, სლოვენიის პრემიერი და ჩეხეთის პრემიერი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.

“თქვენი ვიზიტი უკრაინისთვის ამ რთულ დროს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია”- ზელენსკი კიევში ჩასულ პრემიერ-მინისტრებს

ზელენსკი: უკრაინის ყველა მეგობარს კიევში ვეპატიჟები

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

mazda magti 5g