დანაშაული ბევრად უფრო მასშტაბურია და ხელისუფლებას უკავშირდება – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს, რითაც ეხმაურება BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალას, რომელშიც ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია დასახელებული.
„კეზერაშვილს მაღალი ალბათობით აქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ „კრიშავდა“ და კურირებდა საქართველოს ხელისუფლებაში ქოლცენტრების „ბიზნესს“. იცის ყველა ფიგურანტი და ყველა სისტემა, რომელიც ამ ბინძური საქმით იყო და შესაძლოა დღესაც არის დაკავებული.
ყველაზე კარგი, რაც მას შეუძლია ახლა გააკეთოს, იფიქროს საპროცესო გარიგებაზე ევროპულ და ამერიკულ საგამოძიებო სტრუქტურებთან და გახსნას მთელი სქემა.
დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს
კეზერაშვილი BBC-ს მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას ეხმიანება.
სწორად ის ხალხი, ვინც ამ საქმიანობით იყო დაკავებული, ახოცავს ახლა ხელს მას, აქცევს განტევების ვაცად და გამოჰყავს ერთადერთ დამნაშავედ. სინამდვილეში, ვფიქრობ დანაშაული ბევრად უფრო მასშტაბურია და უკავშირდება ხელისუფლებას.
ამაზე კარგს ის ამ ქვეყანას ვერაფერს გაუკეთებს“, – წერს გია ხუხაშვილი.
„რისი სუსია, თუ თვალწინ ჰქონდა უზარმაზარი „ქოლ-ცენტრი“, სადღაც კორპუსში და ამას ვერ ატყობდა? მაშინ ახლავე უნდა წავიდნენ ციხეში“ – გოცირიძე