სულ ცოტა ხნის წინ, ლეგენდარული ჯგუფის Queen-ის წევრის, ბრაიან მეის ფოტომ საზოგადოება დაიპყრო. ის ავტრალიაში, თავის კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა და ავსტრალიის ხანძარს გადარჩენილი ცხოველები მოინახულა, შემდეგ კი ფოტო კოალასთან ერთად გადაიღო და საზოგადოების გულიც დაიპყრო.
ლეგენდარული Queen-ის წევრის, ბრაიან მეისა და ავსტრალიის ხანძარს გადარჩენილი კოალას ერთობლივი პერფორმანსი
„ეს ადამიანები საოცარ საქმეს აკეთებენ და ხანძრისგან გადარჩენილ ცხოველებს უვლიან, მათ მეტი მხარდაჭერა სჭირდეათ“
თუმცა, ლეგენდარული მუსიკოსების სიდნეიში ჩასვლის მიზეზი არა ცხოველების ნახვა, არამედ საქველოქმედო კონცერტის ჩატარება იყო. ჯგუფმა და მისმა ვოკალისტმა, ადამ ლამბერტმა ავსტრალიის ტყის ხანძრებით დაზარალებულთა დასახმარებლად, საქველმოქმედო კონცერტი Fire Fight Australia გამართეს, რომლის შემოსავალმა $9.5 მილიონს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფი Queen ამავე პროგრამით მსმენელის წინაშე 1986 წელს წარსდგა, საუბარია უემბლის სტადიონზე ჩატარებულ საკონცერტო მარათონზე Live Aid, როდესაც სცენაზე განუმეორებელი ფრედი მერკური აიდგა.
საზოგადოებისგან აღნიშნულ პერფომანსს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყა, ზოგიერთი, შოუთი კმაყოფილი დარჩა, ზოგიერთი კი სასტიკად აკრიტიკებდა პერფორმანსს და განსაკუთრებით ადამ ლამბერტს.
შეაფასეთ ლეგენდარული Queen – 1985 VS 2020