„ჩვენი ჯგუფის წევრმა, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაშვილებული და იპოვა“ – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე ავრცელებს.
თამუნა მუსერიძე: „ბიოლოგიურ დედას 2003 წელს გურჯაანის სამშობიაროში უთხრეს, რომ ჰქონდა გარე ორსულობა… დღეს კი ირკვევა, რომ გარე ორსულობა არ ყოფილა, ბავშვი გადარჩა და არის ცოცხალი, ცხოვრობს სხვა სახელით და გვარით კანადაში“
ჟურნალისტის თქმით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაიხსნა მისი ჯგუფის მეშვეობით გურჯაანის სამშობიაროდან ჩვილთა მოპარვის დანაშაულებრივი სქემა.
მუსერიძე ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მანამდე ამ კონკრეტულმა ადამიანმა, საქართველოში გაშვილებული 3 დედმამიშვილიც მოიძია. ახლა კი ერთი და დარჩა საქართველოს ფარგლებს გარეთ მოსაძებნი:
„6 გაშვილებული ბავშვიდან, ხუთმა ერთმანეთი იპოვა. მაგდა მაზმიშვილის დახმარებით ჩვენი ჯგუფის წევრმა, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაშვილებული და იპოვა. მანამდე მან საქართველოში გაშვილებული 3 დედმამიშვილიც მოიძია კიდევ ერთი და დარჩა საქართველოს ფარგლებს გარეთ მოსაძებნი“ – წერს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში.
40-წლიანი ძიება და პასუხი, რომელიც გარდაცვალებიდან 40 დღეში მოვიდა:„სანამ აპარატზე შეაერთებდნენ ძლივს მკითხა გამოჩნდნენ ჩემები? კი მეთქი…გამოვაჩენ…“
თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ამაღელვებელ ისტორიას, ამბავს კაცზე, სახელად თაზოზე, რომელიც 40 წლის განმავლობაში ეძებდა თავის ბიოლოგიურ ოჯახს, თუმცა სიმართლე მისთვის მხოლოდ გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ გაცხადდა.
თამუნა მუსერიძე თავის გამომწერებს ვიდეომიმართვაში უყვება, როგორ შეიტყო გენეტიკური ტესტის მეშვეობით ჯგუფის „ვეძებ“ წევრმა ამერიკაში გაშვიულებული დის არსებობის შესახებ:
„რამდენიმე კვირის წინ ჩვენს ჯგუფში გამოჩნდა ბიჭი, რომელიც ეძებდა ბიოლოგიურ ოჯახს. სამი გაშვილებული დედმამისშვილი ნაპოვნი ჰყავდა და ეძებდა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდულ კიდევ ორ დას. არაჩვეულებრივი ადამიანი, მაგდა მაზმიშვილი აღმოჩნდა ჩვენს ჯგუფში, ნახა ეს პოსტი და გიორგის აჩუქა გენეტიკური ტესტი. რეკავდა ამერიკიდან, ღამეებს ათენებდა, რომ სასწრაფოდ გაეტესთათ და გიორგის პასუხი ყოფილიყო მზად, ხოდა რამდენიმე საათის წინ გიორგიმ ამერიკაში იპოვა გაშვილებული და მაგდას დახმარებით“, – ამბობს მუსერიძე ვიდეომიმართვაში.
