ლეგენდარულმა არტისტმა, ელტონ ჯონმა ფლორიდაში მდებარე „დისნეი ლენდში“ საოცარი კონცერტი მოაწყო. ეს გახლდათ შოუ-პროგრამა სახელწოდებით, Tiny Dancer. ამ დღეს 77 წლის მომღერალი ღია იისფერ კოსტიუმში იყო გამოწყობილი და როგორც ყოველთვის, ჩვეული ემოციით მღეროდა.
მან უამრავი ჰიტი შეასრულა და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ ის უბერებელი შემსრულებელია.
პენსიაზე გასული ელტონ ჯონი მეუღლესთან პაემნის დროს გადაიღეს – 76 წლის არტისტის დახვეწილი „ლუქი“
ცნობისთვის, მიმდინარე წელს ელტონი მე-19 ადამიანი გახდა, რომელსაც ამ ინდუსტრიაში ოთხი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, „გრემი“, „ოსკარი“, „ემი“ და „ტონი“ აქვს მიღებული. მისი კარიერა უკვე 6 ათწლეულს ითვლის. ჯონმა მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში, 3 500-ზე მეტი კონცერტი გამართა. 300 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსია. მას მიღებული აქვს გრემის 6 ჯილდო, ორი ოსკარი და ორი ოქროს გლობუსი.
ელტონ ჯონი მე-19 ადამიანი გახდა, ვინც „ემი“, „გრემი“, „ოსკარი“ და „ტონი“ მოიპოვა
Disney Legend Elton John performs “Tiny Dancer” during the “Disney Parks Magical Christmas Day Parade” which just aired on ABC! 🙌 pic.twitter.com/sJaVgUdQBx
— Drew Smith (@DrewDisneyDude) December 25, 2024