LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „8 მარტს 55 წლის ვხდები ყველაზე მეტად რომ არ მომწონდა ჩემი თავი, ყველაზე უფრო უბედური რომ ვიყავი ჭარბწონიანობით, ამ დროს ვიყავი ყველაზე ბედნიერი, თუკი როდისმე ვყოფილვარ პირად ურთიერთობებში“ – ინგა გროგოლია

483
ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია Youtube პროექტს „Easy Plate • მარტივი თეფში“ სტუმრობდა, სადაც ისაუბრა, აქვს თუ არა კავშირი ჭარბჭონიანობას პირად ურთიერთობებში. 

ინგა გრიგოლიას განცხადებით, ყველაზე ბედნიერი პირად ურთიერთობაში მაშინ იყო, როდესაც ჭარბი წონა ჰქონდა.

ვიდეო: „პირველად ვამბობ ამას – 108 კილო ვიყავი…“ – როდის იყო ყველაზე ბედნიერი პირად ცხოვრებაში ინგა გრიგოლია 

„მისაუბრია კიდეც ჩემს მეგობრებთან, გვიცინია. ხომ სულ დიეტებით ვაწამე ჩემი თავი. მაწონი, წყალი და ა.შ. მქონდა ხოლმე კონკრეტული გამოწვევა, ახლა უნდა დავიკლო -5, -7, -10 და რაღაც კონკრეტულ ამბებს უკავშირდებოდა. 

ოღონდ, ყველაზე ბედნიერი როცა ვიყავი, როცა ვიყავი ყველაზე მსუქანი და ეს იმაზე მეტყველებს, რომ შენი წონა არაფერ კავშირში არ არის შენს პირად ცხოვრებასთან. 

მეცინება… ყველაზე მეტად რომ არ მომწონდა ჩემი თავი, ყველაზე უფრო უბედური რომ ვიყავი ჭარბწონიანობით, ამ დროს ვიყავი ყველაზე ბედნიერი, თუკი როდესმე ვყოფილვარ პირად ურთიერთობებში.

8 მარტს 55 წლის ვხდები. არ მინდა, რომ იმაზე ადრე დავბერდე, ვიდრე ცხოვრებამ ეს უნდა მოიტანოს“, – აცხადებს ინგა გრიგოლია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g