LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: აჩიკო ბერიძე 2024 წელს სერიოზული მიზნით ხვდება: „მინდა, ჯანმრთელობას უფრო მეტად მივხედო და ცოტა ხანს ჭამა-სმას შევეშვა…“

700
აჩიკო-ბერიძე

მომღერალი, „ალილოს“ წევრი აჩიკო ბერიძე 2023 წელს აცილებს და 2024 წლისთვის უკვე სურვილებიც ჩაფიქრებული აქვს და მიზნებიც დასახული.

ამის შესახებ ის fortuna.ge-ს ესაუბრა.

აჩიკო ბერიძე:

„ზოგადად ვფიქრობ, რომ ამ სამყაროში ყველაფერი ისეა მომართული, რომ შენს ენერგიებზე და ვიბრაციებზეა დამოკიდებული. როგორც შეხვდები ახალ წელს, იმავეს დაგიბრუნებს. ეს დღე შემთხვევით არ არის არჩეული მთელ მსოფლიოში. 31 დეკემბერს რაღაც მოხდა ისეთი, რომ ეს დღე ყოფილიყო ყველაფერი ახლის დასაწყისი. ცუდ ენერგიას ვიშორებ და ვემზადები ახლის შესახვედრად. მინდა, ახლებურად დაიწყოს ახალი წელი და არ ჰგავდეს ძველს არც კარგში და არც ცუდში.

როგორი იყო შენთვის 2023 წელი?

ძალიან მნიშვნელოვანი, მინდა, მადლობით გავაცილო ეს წელი. ბევრმა დაგვტოვა ამ წელს… ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანიც ჩემ გვერდითაა… მინდა, მომავალი წელი იყოს ერთიანობის, ჯანმრთელობის და ბევრი წარმატების.

ყველამ იცის, როგორი მამა ხარ… ახერხებ დიდი დროის ბავშვებთან ერთად გატარებას? როგორ ულამაზებ ამ დღესასწაულს?

ამერიკაში ყოფნისას დავიწყე ჯერ კიდევ მათთვის საჩუქრების მომზადება. ბავშვებს უხარიათ ნივთები. დავაგროვე, ჩამოვუტანე და გავახარე. ახლახან ვუყიდე დიდი ნაძვის ხე. მინდა, ჯადოსნური დღეები ჯადოსნურად გაატარონ.

იციან, რომ სანტა არსებობს თუ გაუმხილე, რომ შენ ხარ?

(იცინის) უკვე იციან… თუმცა რაც უფრო დიდხანს გაუგრძელდებათ ბავშვებს იმის რწმენა, რომ სანტა არსებობს, ალბათ, უკეთესია მათთვის. შინაგანად ბავშვები რაც უფრო დიდხანს დარჩებიან, მით უკეთესია.

რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, მნიშვნელოვანია, ბევრი ნერვიულობა და განცდა ახლავს. მოუცლელობისგან რომ ვერ ვნახულობ, მიგროვდება ემოციები და განვიცდი. ეს პერიოდია, ალბათ, ასეთი, გადაივლის და მერე ისევ ხშირად ვნახავ ხოლმე. ყურადღება უნდა მივაქციო და ყოველდღიურ ნახვაზე მაქვს საუბარი, თორემ ისევ ყოველ დღე გვაქვს კავშირი და კომუნიკაცია. ფიზიკურად რომ ვერ ვნახულობ, ამას განვიცდი… მათ ესმით ჩემი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

მთელი დღე დაყვებიან მამას ????↖️↘️??????????????

Posted by Achiko Beridze on Wednesday, 20 December 2023

 

აჩიკო, რომელი იყო შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი?

ალბათ, ის, რომელსაც ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებდი, მშობლებთან, ჩემს დასთან ერთად… როცა დიდი ოჯახი ვიკრიბებოდით. ახლა ისე წავიდა საქმე, სახლში ვეღარ ვხვდები. სულ მინდა, სახლში შევხვდე ხოლმე, ერთი საათი მაინც… ახლაც ვერ შევხვდები, სამწუხაროდ, მათთან ერთად.

შენ რა სურვილები გაქვს 2024 წლისთვის?

არ მიფიქრია, რას ველოდები. კონკრეტულად, ალბათ, არაფერს. საკუთარი თავისგან ველოდები უფრო მეტს. გადავწყვიტე, რომ ცხოვრების სტილი შევიცვალო – ჭამა-სმას, სუფრებს ცოტა ხანს შევეშვები, ვიფიქრებ უფრო მეტად ჯანმრთელობას. მინდა, მეტი ყურადღება მივაქციო, რადგან მივხვდი, რომ ბევრი რამ ამაზეა დამოკიდებული, სიფხიზლეზე…

სერიოზული მიზანი დაგისახავს…

ეს არის პირველი, რასაც ვითხოვ, საკუთარი თავისგან…

 

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი 

magti 5g