აჩიკო სოლოღაშვილმა “რუსთავი 2”-ის საახალწლო ეთერში კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი ტალანტები. ამჯერად მან ტელევიზიის ახალი წლის პროექტში “მუსიკალური ასწლეული” მიიღო მონაწილეობა და “დიელოსა” და ბუბა კიკაბიძის რეპერტუარიდან სიმღერა “ბასტა” შეასრულა. აჩიკო სოლოღაშვილის ჩაცმულობამ და საცეკვაო მოძრაობებმა, მელოდიასთან ერთად, მაყურებლის საახალწლო განწყობაზე დადებითად იმოქმედა.
ვიდეოს ია ფარულავა გამოეხმაურა და დაწერა:
„ჰოლივუდ ატდიხაეტ… ფეხსაცმელი სად იშოვე, სააად?“
