კომპანია Neuralink რობოტის მკლავის გამოცდას იწყებს. როგორც ილონ მასკის კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მისი გაკონტროლება პარალიზებულ ადამიანებს მხოლოდ ფიქრით შეეძლებათ. კვლევები ამ დროისთვის მხოლოდ დაწყებულია.
Neuralink-ის სპეციალისტები აცხადებენ, რომ მომავალში ადამიანებს ტვინის იმპლანტით მკლავის გაკონტროლება შეეძლებათ. მათივე თქმით, ეს ტექნოლოგია პარალიზებულ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს ფიზიკურად უფრო ფუნქციური იყვნენ.
მათივე თქმით, დღეს თანამედროვე ტექნოლოგიით თუ მხოლოდ იმის გაკეთებაა შესაძლებელი დაიმორჩილოთ კომპიუტერის კურსორი, ხვალ ნივთების გადაადგილება უკვე რეალური გახდება.
„მსგავსი მკლავით შეგეძლებათ გადააადგილოთ ნივთები“, – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, Neuralink-ს ორი პაციენტი ჰყავს. მათ ტვინის იმპლანტით კომპიუტერული თამაშების თამაში და სხვა დავალებების შესრულება შეუძლიათ.