„ახალი საპროტესტო ისტორიები დაიწერა, ჩვენმა ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა გვაჩვენეს საოცარი მზადყოფნა, საოცარი უნარები, იმ ისტორიის ცოდნა, რასაც ზოგჯერ ვაბრალებდით კიდეც, რომ მათ არ აქვთ სამშობლოს სიყვარულის განცდა“, – აცხადებს მომღერალი ნინო ქათამაძე „ტვ პირველის“ გადაცემის „შუადღე“ გასული წლის შეჯამებისა და ახალი წლის მისალოც ვიდეომიმართვაში.
როგორც ნინო ქათამაძე აღნიშნავს, ახალ 2025 წელს ხვდება რუსთაველის გამზირზე და ეს ახალი წელი მისთვის ყველაზე გამორჩეული იქნება:
„ერთადერთი თაობაა [ახალგაზრდები], რომელიც მოვიდა და პირდაპირ, ღიად განაცხადა: „დიახ, მე ვარ პასუხისმგებელი და ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემი სამშობლოს წინაშე“.
ვფიქრობ, რომ ზუსტად 2024 წელი იქნება გარდამტეხი და გზამკვლევი ზუსტად ისეთი მომავლისთვის, როგორი მომავალიც და სადაც გვინდა, რომ გვქონდეს, რომ ეს იყოს ევროპული ფასეულობებით ქართულ სულზე დამყარებული.
31 დეკემბერს ახალ წელს ვხვდებით ქაშუეთთან, ყველაზე საოცარ ადამიანებთან, იქ ყველაზე კარგად ანთია გული – ძალიან ლამაზ ადამიანებთან ერთად. ეს იქნება ჩემთვის ყველაზე საყვარელი ახალი წელი“, – აღნიშნავს ნინო ქათამაძე.
გილოცავთ ახალ წელს🌲 გილოცავთ ახალ წელს 👇 ნინო ქათამაძე #შუადღელაივი #ტვპირველი #ახალიწელი #მილოცვა #გილოცავთახალწელს #2025წელი #გილოცავთ #ნინოქათამაძე
Posted by შუადღე Live • Shuadge Live on კვირა, 29 დეკემბერი, 2024