ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში ოპერის მომღერლის, აჩიკო გოგიტიძის სოლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა არაერთ ნიჭიერ მომღერალთან ერთად, ყველასთვის საყვარელმა ოთო ბაზერაშვილმა მიიღო.
ოთო მსმენელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტიდან – „რანინა“ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. ყველა თანხმდება, რომ ის ქართულ სიმღერებს ყოველთვის გამორჩეული ემოციით ასრულებს.
პრაღაში, საერთაშორისო ფესტივალის „სულიკო“-ს გრანპრის მფლობელი ოთო ბაზერაშვილი გახდა
ამჯერად, ოთომ ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერა „ფანჯარაში მტრედია“ ბუბა კიკაბიძის რეპერტუარიდან შეასრულა და დარბაზის უწყვეტი ოვაციები დაიმსახურა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ტრადიციულად არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
„ამ ბავშვმა გააცოცხლა ბუბა კიკაბიძე“, „მეფეთ მეფე კაცი!“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.
