უსაყვარლესი და უნიჭიერესი ბავშვები დათა ამირაჯები და ლიზი ქოქიაური, რომელიც საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებული გოგონათა ფოლკლორული ანსამბლის „ლალეს“ წევრია გადაცემას „პატარების დიდი შოუ“ სტუმრობდნენ, სადაც სიმღერა „ნუ გიყვარს ქალაუ“ შეასრულეს.
არაჩვეულებრივმა შესრულებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოს 25 000-ზე მეტი ნახვა და ასობით მოწონება აქვს.
პროექტ „რანინას“ მონაწილე მათე მარტიაშვილის დედა თინათინ ჭულუხაძე სოციალურ ქსელში აღნიშნულ ვიდეოს გვიზიარებს და სოფო ამირაჯებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ ბავშვებს ხალხური სიმღერის სიყვარულს ასწავლის.
„ამ ტკბილ, ალალსა და სუფთა გულის ბიჭსა და გოგონებს ჩემი ტკბილი გოგო სიყვარულითა და გულმოდგინედ ასწავლის ხალხური სიმღერის სიყვარულს! როგორ ვისიამოვნე და გული გამითბა! სოფო, სულ წინ იარე, შენი პატარა ქართველებით! ❤️🙌 Sofo Amirejibi“, – წერს თინათინ ჭულუხაძე.