LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, მთავარია, რომ საბრძოლველად გავიდეთ მოედანზე და გამარჯვება მოვიპოვოთ“- ხვიჩა კვარაცხელია

168
BeFunky-collage (3)

ხვიჩა კვარაცხელიამ 26 მარტს ერთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მთავარი გამარჯვებაა და არა ის, გოლს ვინ გაიტანს. ხვიჩას კომენტარს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

„ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს დავახმარ და იმედია, რომ გამარჯვებაში დავეხმარები.

არ აქვს მნიშვნელობა, იმ თამაშში გოლს ვინ გაიტანს, მთავარია, რომ საბრძოლველად გავიდეთ მოედანზე და გამარჯვება მოვიპოვოთ…

იმ მოედანზე გაიმარჯვებს ძლიერი და იმედია, რომ ეს ძლიერი ნაკრები იმ დღეს ჩვენ ვიქნებით. მათ [საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს] პატივს ვცემთ, ვიცით მათი სიძლიერე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს გაუხარდება საქართველოში ფინალის თამაში ამდენი გულშემატკივრის წინაშე“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები