LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არასდროს ვყოფილვარ ისეთი ამაყი იმ ფაქტით, რომ უკრაინელზე ვარ დაქორწინებული“ – ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი უკრაინისთვის $30 მილიონის შეგროვებას აპირებენ

371
page

გუშინ, ეშტონ კატჩერმა „ინსტაგრამზე“ საკმაოდ მწვავე პოსტი გაავრცელა და მან რუსულ მედიას მატყუარა უწოდა და ხალხს სწორი ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდა.

„თუკი რუსეთში ვინმეს იცნობთ, აუცილებლად დაურეკეთ მათ და უთხარით, რომ მათ მედია ატყუებს, უკრაინას ომი არ უნდა, მათ პუტინის მთავრობა და ოკუპაცია არ უნდათ“, – აცხადებს მსახიობი.

„თუკი რუსეთში ვინმეს იცნობთ, აუცილებლად დაურეკეთ მათ და უთხარით, რომ მედია მათ ატყუებთ“ – ეშტონ კატჩერი მწვავე პოსტს ავრცელებს

რამდენიმე საათის წინ, წარმოშობით უკრაინელმა მსახიობმა, მილა კუნისმა მეუღლესთან ერთად მიმართვა გაავრცელა, ისინი უკრაინის მხარდამჭერებს უერთდებიან და მოსახლეობის დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის შეგროვებას გეგმავენ.

„არასდროს ვყოფილვარ ისეთი ამაყი იმ ფაქტით, რომ უკრაინელზე ვარ დაქორწინებული“, – აცხადებს ეშტონი.

„არასდროს ვყოფილვარ ასეთი ამაყი იმით, რომ უკრაინელი ვარ. უკრაინაში განვითარებული მოვლენები დამღუპველია. ამქვეყნად ამგვარი უსამართლო თავდასხმების ადგილი არ არის. ჩვენ ვხედავთ უკრაინელი ხალხის თავგანწირვას, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ თავიანთი მოქალაქეები იყვნენ უსაფრთხოდ. მე და ეშტონმა გადავწყვიტეთ გავიღოთ 3 მილიონი დოლარის ღირებულების დონაცია Airbnb.org-ისა და Flexport.org-ის საშუალებით, რათა შეგროვდეს 30 მილიონი”, – განაცხადა ვრცელ მიმართვაში მილამ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Ashton Kutcher (@aplusk)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები