ჟურნალისტი მაია ასათიანი Instagram გამომწერების კითხვებს პასუხობს. მისი სოციალური ქსელის ერთ-ერთი გამომწერი დაინტერესდა, „ჩავიდოდა თუ არა საფრანგეთში, მისი შვილის ნუცას უნივერსიტეტში და იმ საცხოვრებელში, სადაც ნუცა ცხოვრობდა“.
„მიფიქრია ამაზე და არა ერთხელ.. ჩემი ტრაგედიასთან ბრძოლის მეთოდი არის ისიც, რომ არასდროს არ შევიდე მძიმე მოგონებებში, არ ვიფიქრო და არ ვაკეთო ისეთი რაღაცებს, რაც შინაგანად დამანგრევს..
ასე მგონია რომ პარიზში ვეღარასდროს ჩავალ, უფრო სწორედ არ ჩავალ იმისთვის, რომ ჩემი სულიერი სიმშვიდე შევინარჩუნო.. მით უმეტეს უნივერსიტეტში და იქ სადაც ცხოვრობდა“, – ამბობს მაია ასათიანი.