ინტერნეტში პოპულარული მომღერალიმა, ედუარდ არზუმანოვმა, რომელიც მსმენელმა ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოში ნუნუ დუღაშვილის „კახეთოს“ შესრულებით გაიცნო, თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა და აჩიკო ბერიძესთან ერთად შეასრულა საყვარელი სიმღერა.
ეს ყველაფერი კი „პირველი არხის“ ეთერში შედგა, გადაცემაში „ახალი დღე“.
ედუარდისა და აჩიკოს დუეტს მაყურებელი დადებითად გამოეხმაურა:
„ბრავო, ყოჩაღ“; „წარმატებები“; „რა კარგად მღერის…“; „ასე რა, გააცოცხლა სცენა“; „მიეცი ნიჭსა გზა ფართო, წარმატებებს ვუსურვებ!..“
