შტატებში სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები, სადაც მეორადი ავტომობილების გამყიდველი მანქანების რეკლამას ოპერის არიების სტილში ასრულებს. ამის შესახებ The Washington Post წერს.
გაირკვა, რომ ეს ადამიანი პროფესიონალი ოპერის მომღერალია – ენდრიუ ჰირსი, რომელსაც კარიერის შეჩერება მოუწია.
ენდრიუ ბავშვობიდან მღერის და კლასიკური ვოკალური განათლება აქვს მიღებული. ის თანამშრომლობდა ცნობილ კოლექტივებთან და გამოდიოდა პრესტიჟულ სცენებზე.. თუმცა, ჯერ ჯანმრთელობის პრობლემებმა, შემდეგ კი პანდემიამ მის კარიერაზე სერიოზულად იმოქმედა.
ამჟამად მას სტაბილური სამსახური არ აქვს, ამიტომ გადაწყვიტა მანქანების გაყიდვა, რათა ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოს და გადავიდეს სხვა ქალაქში, სადაც სცენაზე დაბრუნების მეტი შანსი ექნება.
ჰირსმა გადაწყვიტა კონკურენტებისგან განსხვავებული ყოფილიყო და მანქანების აღწერა ოპერის არიების მელოდიებით ეცადა. ვიდეოებმა ასობით ათასი ნახვა დააგროვა, თუმცა ეს პოპულარობა გაყიდვებზე თითქმის არ ასახულა.
მისი თქმით, ერთ თვეში მან მხოლოდ ერთი ავტომობილის გაყიდვა შეძლო, ხოლო კიდევ ერთი მანქანა ვიდეოს გარეშე გაიყიდა.
მიუხედავად ამისა, ჰირსი მიიჩნევს, რომ ეს გამოცდილება მას მომავალში დაეხმარება და საბოლოოდ ისევ ოპერის სცენაზე დაბრუნებას შეძლებს.