LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბევრი საკვები ვიყიდე, მთელ თბილისში ვიმოძრავებ, პურს, ტანსაცმელს დავარიგებ – გიორგი ღოღობერიძის საშობაო ინიციატივა

3442
ორგი

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გადაწყვიტა შობას იმ ადამიანებს დაეხმაროს და გაახაროს, ვისაც უჭირს და საახალწლოდ ბევრი რამ არ აქვს.

ამის შესახებ ექიმი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს:

დღეს განსხვავებული ლაივი მექნება, არ ვაპირებ სამედიცინო თემაზე საუბარს. უბრალოდ მინდა ძალიან დიდი სიყვარულით შობის დღესასწაული მოგილოცოთ.

ამაზე მშვენიერი დღესასწაული მართლა არაფერი გვაქვს. იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ გადავწყვიტე, რაღაც სიახლე შემომეტანა. 2000 წლის წინ დაახლოებით იშვა უფალი, რომელმაც გაგვაერთიანა სამყარო მისდამი სიყვარულით, რწმენით.

რამდენიმე დღის წინ ვნახე, რომ ვიღაცებმა კარგი რამ მოიფიქრეს, დაარიგეს ქუჩაში პური. ეს იმდენად კარგ რაღაცად მომეჩვენა, რომ გადავწყვიტე მეც შევუერთდე ამ წესს. ეს ყოველივე ტრადიციად ვაქციოთ. შეგვიძლია გაჭირვებულებს ამ დღეს დავურიგოთ საკვები, ტანსაცმელი.

მე მათთვის წამოვიღე პლედები. ქუჩაში უამრავი ადამიანი შემხვდა, რომელსაც სცივა, ტანსაცმელი არ აქვს. არც საკვები აქვთ, მათთვისაც საკვები ვიყიდე ბლომად, ტკბილეულობა, სასმელი, ზოგიერთს მედიკამენტები.

ძალიან მომეწონა უფასო პურის იდეა. დღეს მთელ თბილისში ვიმოძრავებ, პურს, ტანსაცმელს, გამათბობლებს, ტკბილეულობას, სასმელებს დავურიგებ ხალხს. მინდა, ეს ჩვევა სხვებმაც გადაიღონ”, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე და დასძენს, რომ ბევრი მის ქველმოქმედებას ვერ გაიგებს.

„ბევრი იტყვის, ეს იმიტომ მოიფიქრა, რომ ხალხის სიყვარული მოიფიქროს, მაგრამა მე ხალხის სიყვარული ისედაც არ მაკლია“. აღნიშნა ღოღობერიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g