LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბიონსე გოგო დამიქნიე ხელი“… – რა კადრებს გვიზიარებს ნუცა ბუზალაძე „გრემის“ 67-ე დაჯილდოების ცერემონიიდან

308
ნუცა ბუზალაძე

ლოს-ანჯელესმა მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი პრემიის, ,,გრემის” 67-ე დაჯილდოებას უმასპინძლა – სანახაობა Crypto.com Arena-ზე გაიმართა.

2024 წლის შემაჯამებელ მთავარ მუსიკალურ მოვლენას ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე დაესწრო.

ნუცა ბუზალაძე „გრემის“ 67-ე დაჯილდოების ცერემონიაზე – რა კადრებს გვიზიარებს ქართველი მომღერალი

მომღერალმა სოციალურ ქსელში Crypto.com Arena-ს წითელი ხალიჩიდან კადრებიც გამოაქვეყნა, სადაც ოქროსფერი, მბზინავი დეტალებით გაფორმებული ულამაზესი კაბით კამერების წინ პოზირებს.

ქართველმა მომღერალმა სოციალურ ქსელში ,„გრემის” 67-ე დაჯილდოების ცერემონიიდან პოპ კულტურის წარმომადგენლების ვიდეოებიც განათავსა. მათ შორის დაჯილდოების ნომინაციების ლიდერის, ბიონსეს კადრებიც იყო:

„ბიონსე გოგო დამიქნიე ხელი…“ – დაწერა მომღერალმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“.

კენდრიკ ლამარისა და ბიონსეს ტრიუმფი და ტეილორ სვიფტის ფიასკო ,,გრემიზე''

ტეილორ სვიფტი, რომელსაც ექვსი ნომინაცია ჰქონდა, ჯილდოს გარეშე დარჩა. სწორედ სვიფტმა გადასცა ბიონსეს ისტორიული ,,გრემი''

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესმა მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი პრემიის –
,,გრემის” 67-ე დაჯილდოებას უმასპინძლა.

დაჯილდოება ზედიზედ მეხუთედ, ტრევორ ნოამ წაიყვანა. სანახაობა Crypto.com Arena-ზე გაიმართა. 

2024 წლის შემაჯამებელ მთავარ მუსიკალურ მოვლენას პოპ კულტურის ყველა მნიშვნელოვანი სახე დაესწრო.

ფოტო/ვიდეო: შაკირამ საკუთარ დაბადების დღეზე „გრემის“ ჯილდო მიიღო

კენდრიკ ლამარისა და ბიონსეს ტრიუმფი და ტეილორ სვიფტის ფიასკო ,,გრემიზე”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g