თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გუშინ საქველმოქმედო აქცია-კონცერტი – „ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ გაიმართა.
საქველმოქმედო ღონისძიების მიზანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარება იყო კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება.
აქცია-კონცერტის მიმდინარეობისას მოქალაქეებს QR კოდები დაურიგდათ, მასზე ის ანგარიშის ნომრები იყო დატანილი, სადაც მოქალაქეებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.
მარათონზე, ღამის 01:00 საათის მონაცემებით, 250 ათასი ლარი შეგროვდა.
საქველმოქმედო კონცერტში, რომელიც საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა, არაერთი ქართველი შემსრულებელი მონაწილეობდა, მათ შორის მომღერალი მერაბ სეფაშვილი, რომელმაც სიმღერა „გაიღიმე“ შეასრულა, რომელმაც წლების შემდეგ ახალი სიცოცხლე შეიძინა. მოგეხსენებათ, სიმღერა ახლა საქართველოს ნაკრების გამარჯვებასთან ასოცირდება.
ვიდეო: ,,გესმოდეს” – ლექს-სენისა და თიკოს გამოსვლა კონცერტზე ,,მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის”
🎶🇬🇪🇪🇺 "გაიღიმე" მერაბ სეფაშვილი | მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის🎶🇬🇪🇪🇺 "გაიღიმე" – მერაბ სეფაშვილი | მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on კვირა, 02 ივნისი, 2024