LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბრენდან ფრეიზერი და დუეინ ჯონსონი Variety-ის ობიექტივში

105
page

ოსკაროსანმა მსახიობმა, ბრენდან ფრეიზერმა და დუეინ ჯონსონმა გამოცემა Variety-ის პროექტში, Actors On Actors მიიღეს მონაწილეობა.

ორი ათწლეულის წინ, როდესაც ჯონსონი ჰოლივუდში პირველ ნაბიჯებს დგამდა, სწორედ ფრეიზერი იყო ის ადამიანი, რომელმაც მას კარი გაუღო. მათი პირველი შეხვედრა ფილმის, „მუმია: დაბრუნება“ გადაღებებზე შედგა. ეს გახლდათ მომენტი, როდესაც უკვე ცნობილი მსახიობი გვერდით ამოუდგა „რესლინგის“ სუპერვარსკვლავს, რომელსაც კინოში ჯერ სიტყვაც კი არ ჰქონდა ნათქვამი.

წლები გავიდა, ერთ დროს კუნთებითა და ქარიზმით ცნობილი ჯონსონი მსოფლიო კინოში ყველაზე გავლენიანი სახე გახდა, ფრეიზერმა კი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საკუთარი კარიერის აღორძინების გზაზე ფილმით „ვეშაპი“, „ოსკარი“ მოიპოვა.

მსახიობებმა ერთმანეთს მხარდაჭერა გამოუთქვეს და განაცხადეს, რომ ერთმანეთის წარმატებაში უსაზღვროდ დიდი წვლილი აქვთ შეტანილი.

ფოტოები საოცრად ემოციური გამოვიდა. 57 წლის ბრენდანი კლასიკურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, 53 წლის დუეინმა კი სტილს არც ამჯერად უღალატა და სხეულზე მომდგარი ზედა ჩაიცვა.

„მუმია“ ბრუნდება – ბრენდან ფრეიზერი და რეიჩელ ვაისი 17 წლის შემდეგ კვლავ მთავარ როლში იქნებიან

ცნობისთვის, „მუმია“ ეკრანზე ბრუნდება, თითქმის ოცი წლის შემდეგ. ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურდა. სტუდიამ ოფიციალურად გამოაცხადა ცნობილი ფრენჩაიზის გაგრძელება. „მუმია 4“-ის გადაღებები მალე დაიწყება, სადაც ბრენდან ფრეიზერი და რეიჩელ ვაისი მთავარ როლებში დაბრუნდებიან.

ტრილოგიის პირველი ნაწილები, რომლებიც 1999 და 2001 წლებში გამოვიდა, თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სათავგადასავლო ფილმებად იქცა. ისინი აერთიანებდნენ ძველეგვიპტურ მისტიციზმს, იუმორსა და სანახაობას.

ოსკაროსანი ბრენდან ფრეიზერი „არმანის“ ჩვენებას დაესწრო და ის შესანიშნავ ფორმაშია

გარდაქმნა დაიწყო! – ბრენდან ფრეზერი „მუმიას“ დაბრუნების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, პირველად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები